
იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იტალიური მედიის ცნობით, საერთო ჯამში 42 მატჩი გადაიდო, მათ შორის, სერია C-ს დაპირისპირება "პიაჩენცა" – "სამბენედეტესე", ხოლო დანარჩენი შეხვედრები სერია D-სა და სამოყვარულო დონეზე უნდა გამართულიყო.
აპენინის ნახევარუნძულზე ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 30 ადამიანს აღმოაჩნდა. არის მსხვერპლიც - ორი ადამიანი გარდაიცვალა. 78 წლის მამაკაცი და 75 წლის ქალბატონი. განსაკუთრებით სახიფათო ზონები ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებია.
აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით სერია A-ს 25-ე ტურის გადადება არ იგეგმება. ლომბარდიული "მილანი" დღეს მატჩს ფლორენციაში "ფიორენტინას" წინააღმდეგ მართავს და სავარაუდოდ შეხვედრას გადადება არ ემუქრება.