logo

ბენასერი: "ტურინში იბრას და ტეოს გარეშე გამარჯვება უფრო ლამაზი იქნება"

ბენასერი: "ტურინში იბრას და ტეოს გარეშე გამარჯვება უფრო ლამაზი იქნება"

"მილანის" ალჟირელმა ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა "Milan TV"-სთან ინტერვიუში გასული შეხვედრა შეაფასა და მომავალზე ისაუბრა.

"რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. მოედანზე მთელი გულით ბოლომდე ვიხარჯები და დანარჩენი გულშემატკივრებმა შეაფასონ. "მილანის" მაისურის ტარება ჩემთვის დიდი პატივია. "სან სიროს" ჯერ კიდევ ვერ შევეჩვია, რადგან თავი სიზმარში მგონია, თუმცა როცა ბურთს ვიღებ და გულშემატკივრების ღრიალი მესმის, გონს მოვდივარ და ვხვდები რომ ყველაფერი სიმართლეა."

"იუვენტუსთან" კარგად ვითამაშეთ, თუმცა გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. რთულია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხება, მაგრამ არ დავნებდებით. განმეორებითი შეხვედრა? იმედი რომ არ გვქონდეს არ ვითამაშებდით. ალბათ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე ტურინში გამარჯვება კიდევ უფრო ლამაზი იქნება." - განაცხადა ბენასერმა.

9 თვის წინ
2032 / 2
rossoneri-best
user
Nero ერთადერთი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში რომელსაც სტაბულურად შეუძლია ბურთის განაწილება.. ახლა კესიეს და თურქის მაგივრად რო გვყავდეს 2 ტოპ ვინმე ეჰჰ
user
Giuna Magari kacia, milani uyvars da sul bolomde ixarjeba 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ