ტურინის "იუვენტუსთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ სტეფანო პიოლიმ "Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.
"გაბრაზებული ვარ, რადგან უსამართლო პენალტი დაგვინიშნეს, მსგავს სიტუაციაში თამაშის წესების დარღვევა რამდენჯერმე ჩვენს წინააღმდეგ არ დააფიქსირეს. როდესაც მაღლა ხტები ხელი ავტომატურად გეხმარება, კალაბრია კი ბურთს ვერ ხედავდა."
"ჩემი გუნდით ვამაყობ, აშკარად მოგება წაგვართვეს. თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ სინანულის გარეშე ეთამაშათ, თუმცა ის შედეგი ვერ მივიღეთ, რაც გვეკუთვნოდა." - განაცხადა პიოლიმ.