logo

ანჩელოტი: "მილანი ერთადერთი კლუბია, სადაც ჭკუას არ მასწავლიდნენ"

ანჩელოტი: "მილანი ერთადერთი კლუბია, სადაც ჭკუას არ მასწავლიდნენ"

კარლო ანჩელოტიმ მერსესაიდული "ევერტონი" კრიზისის ჟამს ჩაიბარა, რომელიც გასავარდნ ზონასთან ახლოს იყო და ამჟამად "კანფეტებს" ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 5 ქულა აშორებთ. "პაპა კარლომ" "Corriere della Sera"-სთან ინტერვიუში ყოფილი კლუბები გაიხსენა.

"ნერვები მეშლება, როცა გუნდს თამაში არ მისდის და მეუბნებიან: "კარლო, შენ ძალიან კარგი მწვრთნელი ხარ და რამე უნდა შეცვალო." იციან როგორ ვწვრთნი და ჩემი სქემის შეცვლას არ ვაპირებ, თუ სხვა თამაში უნდათ მაშინ არ უნდა დავენიშნეთ მწვრთნელად. წარუმატებელი სერია ყველა გუნდს აქვს და ამის გამო არ უნდა მიმითითონ, რომ არასწორ გზას ვადგავარ."

"მსგავსი რამ მხოლოდ "ნაპოლიში" არ ყოფილა, "ჩელსიდან" და "პსჟ"-დანაც იგივე მიზეზის გამო წამოვედი. წარუმატებელი სერია "მილანშიც" მქონდა, მაგრამ მათ არასდროს მოუციათ მითითება, რადგან ისინი მიცნობდნენ." - განაცხადა ანჩელოტიმ.

9 თვის წინ
1735 / 1
rossoneri-best
user
rijkaard ეეეჰ კარლო როგორ აკლიხარ მილანს და შენც მაგრად გაკლია მილანი, იმ კინომატოგრაფს მოუტ,,,,,,,,,,,,,,, ოჯახი რატო დროზე არ გამოგიშვა თორე ეხლა ხო იქნებოდი მილანში და უკეთ იქნებოდა ყველაფერი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 197
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ