ოფიციალური ინფორმაცია სუპერ ლიგასთან დაკავშირებით - სამი კლუბი მკაცრად დაისჯება

ოფიციალური ინფორმაცია სუპერ ლიგასთან დაკავშირებით - სამი კლუბი მკაცრად დაისჯება

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ სუპერ ლიგის 12 კლუბიდან 9 (მათ შორის "მილანიც") "უეფას" გაურიგდა და, შესაბამისად, უარი თქვა ამ ახლად შექმნილ ტურნირში მონაწილეობაზე.

აღსანიშნავია, რომ დანარჩენ სამ კლუბს, რომელთა შორისაც არიან "ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი", საკმაოდ მკაცრი სასჯელი ელით.

იმ 9 გუნდს კი, რომლებმაც უარი თქვეს ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე, ერთი სეზონის განმავლობაში ევროპული შეჯიბრებებიდან შემოსავლის 5% ჩამოეჭრებათ და ამავდროულად გადაიხდიან 15 მილიონ ევროს, ჯარიმის სახით. პერსპექტივაში კი ამ ტურნირზე ასპარეზობის შემთხვევაში 100-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრებათ და "უეფას" შეჯიბრებებიდანაც მოიკვეთებიან.

1 თვის წინ
974 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი