"მილანი" - "უდინეზე" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი

"მილანი" - "უდინეზე" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი

სერია ა-ს მორიგ ტურში "მილანი" "უდინეზეს" უმასპინძლებს. აღნიშნულ დაპირისპირებამდე სტეფანო პიოლიმ პრესკომფერენცია გამართა:

"სტუმრად იმაზე მეტ მატჩს ვიგებთ ვიდრე შარშან საკუთარ მოედანზე. ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ, მაგრამ გულშემატკივრების გარეშე გამარჯვება არც ისე ტკბილია, სულ ერთია სად ხარ - სტუმრად თუ საკუთარ სტადიონზე".

"ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, "უდინეზე" ორგანიზებული გუნდია, რომელმაც პირველ შეხვედრაში ჩვენზე ზეწოლა მოახდინა. დიდი ნებისყოფა და შესანიშნავი პერფორმანსი გვჭირდება".

"იქნება თუ არა რომანიოლი? ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე განსხვავებული. ვწუხვარ, რომ დიდი არჩევანი არ მაქვს. მაგრამ, ხვალ ვეცდები საუკეთესო სასტარტო შემადგენლობა ავარჩიო. წინა თამაშში მშვენიერი შედეგი დავდეთ და მოდი ასეც გავაგრძელოთ".

"რაც შეეხება ლეაოს, ხვალ მატჩის დაწყების შესაძლებლობა ექნება, ის სრულებით მზადაა".

"ზლატანი ჩვენი ჩემპიონია, მაგრამ ლიდერი თავად თამაში უნდა იყოს, როგორც წინა კვირას ვაჩვენეთ. იბრასა და ჩალჰაოღლუს გარეშეც შეგვიძლია კარგი პერფორმანსი შევასრულოთ - ყველა შემთხვევაში "მილანი" - "მილანია". კლუბში სხვა ბევრი მოთამაშე გვყავს, რომელთაც შეუძლიათ თამაშის ბედი გადაწყვიტონ".

"რებიჩი კარგ ფორმაშია, კვირას არაჩვეულებრივი თამაში ჩაატარა და "უდინეზესთან" გამოსვლისთვის მზადაა. მისი ხასიათი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მისი თამაშის ხარისხზე არავინ დაობს".

"მანჯუკიჩი და ბენასერი გასულ კვირას მარტო ვარჯიშობდნენ. იმედი მაქვს მალე მათზე პოზიტიურ ცნობებს შევიტყობ".

"წინა ორი კვირა, როცა კარგად ვერ ვთამაშობდით შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, ვისაც დატვრთული სათამაშო ცხრილი აქვს. თუმცა ეს ყველაფერი უკან მოვიტოვეთ. წარსულით ცხოვრებას არ ვაპირებთ. მთავარი ის არის რას გავაკეთებთ ხვალ და ყოველ მომდევნო დღეს", - განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

 

1 თვის წინ
680 / 0
ibra
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 409
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია