"მილანის" კარის დარაჯის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ მისი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და .აღნიშნა, რომ "როსონერისთან" არსებული კონტრაქტის გაწყვეტა მათ გეგმებში არ შედის.
"ჯერ კიდევ ბოდიშს ველი იმ გულშემატკივრებისგან, ვინც დონარუმას გამო შეურაცხყოფას მაყენებდა და მემუქრებოდა. მისი კონტრაქტი კიდევ ორი წლით არის გათვალისწინებული. არ მინდა რაიმე სახის აურზაური შევქმნა მის წასვლასთან დაკავშირებით", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს SportItalia.