იმის გათვალისწინებით, რომ სამუ კასტილეხო დიდი ალბათობით ტოვებს გუნდს, "როსონერიმ" უკვე დაიწყო მის შემცვლელზე ფიქრი. მთავარ კანდიდატად კი ფლორიან ტოვინი მოაზრება.
თუმცა ჟურნალისტი ფაბრიციო მომბლანო ამტკიცებს, რომ ლომბარდიული გრანდი დაუკავშირდა ფედერიკო ბერნანდესკის და კონტრაქტიც შესთავაზა.
წყაროს მტკიცებით, "მილანი" მას 700 000 ევროთი ნაკლებ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე მას "იუვენტუსში" აქვს, მაგრამ ჰპირდება მუდმივ სათამაშო დროს.
აღსანიშნავია, რომ ბერნანდესკით "ლიონიც" ინტერსედება.
დღესდღეისობით, 26 წლის იტალიელი აღარ შედის ანდრეა პირლოს გეგმებში და "იუვენტუსის" თავკაცი ფედერიკო კიეზას ანიჭებს უპირატესობას, რაც ნიშნავს, რომ ბერნანდესკი დიდი ალბათობით დატოვებს გუნდს.