უსიამოვნო სიტუაცია თურქის გარშემო

უსიამოვნო სიტუაცია თურქის გარშემო

უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნა ჰაკან ჩალჰანოღლუს გარშემო. როგორც მოგეხსენებათ მისი კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება და ჯერ-ჯერობით მხარეები მის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. 

მიზეზი? მისი აგენტის მოთხოვნა თურქის ხელფასის გაზრდაზე. გორდონ სტიპიჩი 6-7 მილიონ ევროს ითხოვს წლიურად. "მილანი" კი მაქსიმუმ 4 მილიონ ევროზეა თანახმა.

დღეს წყარო "Tuttosport" იწერება, რომ "როსონერის" ხელმძღვანელობა გაბრაზებულია თურქზე. მას შემდეგ, რაც ჰაკანი სტეფანო პიოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა, გუნდში იმედოვნებდნენ, რომ მისი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე პრობლემა არ შეიქმნებოდა. ნათელია, რომ ჩალჰანოღლუ, მიუხედავად მისი კარგი სეზონისა, არ იმსახურებს მოთხოვნილ ანაზღაურებას. 

მის მიმართ ინტერესი "პრემიერ ლიგიდან" და "ლა ლიგადან" მოდის. ბოლო დროს დაიწერა "იუვენტუსის" და "ინტერის" შესახებაც, თუმცა მხარეებს შორის კონტაქტი ჯერ არ შემდგარა. თუ ვერ შეძლებენ ახალი კონტრაქტის დადებას, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულში მისი უფასოდ გაშვება მოუწევთ, "მილანი" იძულებული გახდება იანვარშივე გაყიდოს თავისი ნახევარმცველი.

2 თვის წინ
578 / 1
ROSS1899
user
rijkaard დავიღალე მინდა კომენტარი დავწერო მაგრამ ყოველ ჯერზე ამ პაროლის შეყვანა ყელშია უკვე. ეშველება რამე?  ამ ვირგლა თურქს კიდევ სამი თვე კარგად თამაში თუ ასე აუვარდა თავში გაუშვან სხვაგანაც მოკვდება დარწმუნებული ვარ, შობოშლაი მოიყვანონ 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 306
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი