რომანიოლის დარჩენა უნდა, თუმცა ერთი მოთხოვნა აქვს

რომანიოლის დარჩენა უნდა, თუმცა ერთი მოთხოვნა აქვს

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ხელმძღვანელობა მინო რაიოლასთან ალესიო რომანიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელსაც კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება.

25 წლის ცენტრალური მცველი მზადაა კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუ მისი ჯამაგირი 3,5 მილიონი ევროდან 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება. იტალიელ ფეხბურთელს ამ ეტაპზე სხვა მოთხოვნა არ აქვს.

ჯერჯერობით "როსონერის" პასუხი უცნობია, რადგან პაოლო მალდინის სახელფასო ჭერის გაზრდა არ სურს. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ხელფასის გაზრდას უკვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ითხოვს.

2 თვის წინ
717 / 1
rossoneri-best
user
HARRY ეკუთვნის
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 298
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი