სამუ კასტილეხომ "ლილთან" მატჩის წინ "Sky Sport"-თან კომენტარი გააკეთა:
"ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია. ეს "მილანი" არ მაკვირვებს. ახალგაზრდები მუშაობენ იბრას მენტალიტეტით. ეს უფრო აღვივებს გამარჯვების სურვილს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიზნების მიღწევას შევძლებთ".
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა "მილანსა" და "ლილს" შორის, სულ ცოტა ხანში, 23:55 საათზე დაიწყება.