ტონალის კიდევ ერთი შანსი

ტონალის კიდევ ერთი შანსი

"ლილის" წინააღმდეგ გასამართი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სტეფანო პიოლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი "მილანი" არ იქნება ისეთი შემადგენლობით, როგორითაც "უდინეზეს" წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. "როსონერის" თავკაცს ამ მატჩში სურს გარკვეული ცვლილებები.

დღევანდელი მატჩი მნიშვნელოვანი იქნება სანდრო ტონალისთვისაც, რომელმაც, მიუხედავად კარგად ჩატარებული მატჩებისა პრაღის "სპარტასა" და "უდინეზეს" წინააღმდეგ, ჯერ მაინც ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამომჟღავნება. ახალგაზრდა იტალიელს, ისევე როგორც თითქმის ყველა ახალწვეულს, თავიდან გაუჭირდა გუნდთან შეჩვევა, თუმცა მისი ამჟამინდელი პროგრესი ნათელია."ბრეშიას" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. დღევანდელ შევხედრაში კი სანდრო მიიღებს კიდევ ერთ შანსს საკუთარი ძალების დემონსტრაციისთვის და დაეხმარება გუნდს 3 ქულის მოპოვებაში.

2 თვის წინ
812 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 294
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეაო