"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" ხელმძღვანელობა ორი პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.
"როსონერი" ზამთარში ცენტრალური მცველის შეძენას ეცდება. ამ პოზიციაზე მილანურ კლუბს გაძლიერება აშკარად სჭირდება. ლომბარდიული გრანდი, ამავდროულად, ფორვარდის შეძენითაც ინტერესდება, რომელიც იბრაჰიმოვიჩს, მისი არ ყოფნის შემთხვევაში, სათანადოდ ჩაანაცვლებს.
წყაროს ინფორმაციით, ინვესტიციის განხორციელება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "შავ-წითლები" კვლავ იქნებიან ევროპის ლიგაზე და სერია ა-ში საბრძოლო ვითარებაში.