"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკან ჩალჰანოღლუ შესაძლოა "რომასთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს.
როგორც წყარო იტყობინება, თურქი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი მოულოდნელად სწრაფად მიმდინარეობს და, შესაძლოა, "რომასთან" მატჩში იგი ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ "მილანსა" და "რომას" შორის შეხვედრა ორშაბათს, 26 ოქტომბერს თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება.