ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.
"ვიგრძენი, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვიყავი. სამწუხაროდ, იმ პერიოდში კლუბში საკმაოდ არასტაბილური ვითარება იყო. გუნდი, როდესაც ჩავიბარე, თითქმის გასავარდნ ზონაში ვიყავით და საბოლოოდ ევროსაგზურებისთვის ვიბრძოლეთ."
"ჩემს შემდეგ "მილანში" ჩემზე უკეთესი არავინ ყოფილა. ვწუხვარ გულშემატკივრების გამო, რომლებმაც ბევრი ტკივილი განიცადეს ბოლო წლებში. იმედი მაქვს, რომ "მილანის" ჩატარებული სეზონით ბოლოს და ბოლოს სიამოვნებას მიიღებენ." - განაცხადა ზეედორფმა.