logo

პიოლიმ "ინტერთან" შეხვედრისათვის იბრაჰიმოვიჩის ორი ალტერნატიული ვარიანტი აირჩია

პიოლიმ "ინტერთან" შეხვედრისათვის იბრაჰიმოვიჩის ორი ალტერნატიული ვარიანტი აირჩია

"La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის კოვიდ ტესტზე პასუხი კვლავ პოზიტიურია, ამიტომ არსებობს შანსი იმისა, რომ "ინტერთან" შეხვედრა გამოტოვოს.

"სპეციასთან" შეხვედრამ გვიჩვენა, რომ ლორენცო კოლომბო ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ ჯერჯერობით მზად არაა და შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ამ ეტაპზე არ შეუძლია.

ამ ყველაფრის ფონზე პიოლის ორი არჩევანი დარჩა - ანტე რებიჩი და რაფაელ ლეაო. ხორვატი შემტევი დაზიანების შემდეგ დაბრუნდება, თუმცა არავინ იცის რამდენად კარგ ფორმაში.

ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე რეალური კანდიდატი ლეაოა, რომლის ბუნებრივი პოზიცია გარემარბია, თუმცა "სპეციასთან" შეხვედრაში გატანილი დუბლით დაგვანახა, რომ ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშიც გამოსდის.

1 თვის წინ
2627 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ