logo

პიოლიმ დრამატული მატჩი შეაფასა: "დარწმუნებული ვიყავი"

პიოლიმ დრამატული მატჩი შეაფასა: "დარწმუნებული ვიყავი"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "რიუ ავესთან" უდრამატულესი მატჩი ევროპის ლიგის საპლეიოფო ეტაპზე თავისებურად შეაფასა.

მწვრთნელის თქმით, იგი თავისი ფეხბურთელების წარმატებაში ბოლო წამამდე იყო დარწმუნებული.

"მილანმა" სეზონის განმავლობაში ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა, თუმცა ასეთებიც ხდება. თამაში სწორად დავგეგმეთ, მეტოქემ კი გეგმები აგვირია. პატივისცემა მათ, საოცრად გაისარჯნენ. პენალტები ლატარიაა, იტალიის თასზე ასეთ ვითარებაში ორჯერ დავმარცხებულვარ, თუმცა ამჯერად ფორტუნამ გაგვიღიმა".

"ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩემი ფეხბურთელები სიტუაციის შემობრუნებას მოახერხებდნენ, პენმალტების სერიაშიც მარცხთან ახლოს სამჯერ ვიყავით, თუმცა მაინც მოვახერხეთ და ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ".

"უამრავი სათამაშო ასპექტი გასაუმჯობესებელი გვაქვს. ცუდი იქნებოდა, ევროპული მოგზაურობა ახლა რომ დამთავრებულიყო, რადგან სეზონი ახლახანს დაიწყო, ხოლო ჩვენ მიზნისთვის იანვრიდან ვიბრძოდით".

"ახლა აღდგენაზე უნდა ვიმუშავოთ და მომდევნო შეხვედრებისთვის მოვემზადოთ". - აცხადებს პიოლი.

1 თვის წინ
741 / 1
Rossonero11
user
R.I.P Გუშინდელ თამაში გამოჩნდა რო ღმერთსაც უნდა მილანის აღზევება smile
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ