"მილანის" თავდამსხმელი, ფრენკ ცაჯუტი კარიერას სერია ბ-ს ბინადარ "ჩიტადელაში" განაგრძობს. პერუჯაში დაბადებული ფეხბურთელი "როსონერის" აკადემიის აღზრდილია.
გასულ სეზონში 21 წლის თავდამსხმელი ბელგიურ "შარლერუაში" იყო განათხოვრებული, სადაც მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთ გოლს გამორჩა.
ცაჯუტი "ჩიტადელას" მშრალი არენდით შეუერთდა და ახალი სეზონის დასრულების შემდეგ, კვლავ ლომბარდიულ გრანდში დაბრუნდება.