logo

პიოლი: "მილანმა" გამარჯვებისთვის უნდა ითამაშოს და ასეც მოვიქეცით"

პიოლი: "მილანმა" გამარჯვებისთვის უნდა ითამაშოს და ასეც მოვიქეცით"

"შამროკ როვერსის" დამარცხების შემდეგ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "Sky Italia"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"პრესკონფერენციაზე თავს მხიარულად ვაჩენდი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ვნერვიულობდი, რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა."

"ჩემი გუნდი იანვრიდან მოყოლებული იზრდება და გაჩერებას არ ვაპირებთ. ნორვეგიელების სახით წინ რთული მეტოქე გველოდება, მაგრამ პირველ რიგში "ბოლონიაზე" უნდა ვიფიქროთ."

"ზლატანი ჩემპიონია. იბრაჰიმოვიჩი მთელი შეხვედრის მანძილზე პოზიციას სწორად არჩევდა და იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა."

"მილანმა" გამარჯვებისთვის უნდა ითამაშოს და ასეც მოვიქეცით. დავურეკავ თუ არა კიეზას? არა, ახლა ჩემს ოჯახს დავურეკავ და ტკბილ ძილს ვუსურვებ." - განაცხადა პიოლიმ.

1 თვის წინ
750 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ