logo

"ბარსელონა" "მილანს" სატრანსფერო ოპერაციის განხორციელებაში ეხმარება

"ბარსელონა" "მილანს" სატრანსფერო ოპერაციის განხორციელებაში ეხმარება

"მილანის" ერთ-ერთი მთავარი გეგმა ლუკას პაკეტას გასხვისებაა. "Mediaset"-ის ინფორმაციით, "როსონერი" ბრაზილიელ ნახევარმცველს 23 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო "ბარსელონა" ლომბარდიულ გრანდს ხელს უწყობს.

საქმე იმაშია, რომ კატალონიელები ახლოს არიან მემფის დეპაის გადაბირებასთან, რომლის სანაცვლოდაც 30 მილიონ ევროს იხდიან. სწორედ ამ მიღებულ თანხას გამოიყენებს "ლიონი" პაკეტას შესაძენად.

ბოლო დღეებში ლუკასის დამატების სურვილს "ბეტისიც" გამოთქვამდა, თუმცა საფრანგეთის ვარიანტი უფრო რეალურია, რადგან ჟუნინიოს ძალიან მოსწონს თავისი თანამემამულე და გარდა ამისა, კლუბებს შორისაც შესანიშნავი ურთიერთობაა, რასაც კალულუსა და ტატარუშანუს ტრანსფერებიც ადასტურებს.

1 თვის წინ
1475 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ