"მილანის" ახალმა შენაძენმა, სანდრომ პრესკონფერენცია გამართა:
"როცა გავაანალიზე, რომ იყო "მილანში" გადასვლის შესაძლებლობა, ყველა სხვა ვარიანტს ხაზი გადავუსვი. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და ასეც მოხდა. კლუბის დირექტორთან პირველი შეხვედრა ფანტასტიური გამოვიდა".
"გატუზო ჩემი იდეალია. 8 ნომერიც თავისუფალი იყო და ავიღე, სწორედ, ეს ნომერი. ის როგორც მწვრთნელი ახლაც ჩემი იდეალია".
"ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ფიზიკურად, ასევე, მენტალურად. მე გარკვეული დროით გაჩერებული ვიყავი და ამაზეც ვმუშაობთ. ახლა, თითქმის 100%-ით მზად ვარ".