logo

ტონალის კვირა იწყება - დეტალები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

ტონალის კვირა იწყება - დეტალები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

მას შემდეგ, რაც "ბრეშამ" და "მილანმა" სანდრო ტონალის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, მოსაგვარებელი მხოლოდ ოფიციალური მხარე დარჩა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ამომავალი ვარსკვლავი ყველა პროცედურას გაივლის და "როსონერისთან" კონტრაქტს გააფორმებს.

ტონალი ქალაქ მილანს ხვალ, სამშაბათს ეწვევა. ოთხშაბათს იგი "ლა მადონინას" კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ტონალის სრული სატრანსფერო თანხა 35 მილიონი ევრო იქნება, თანხას "ბრეშა" ეტაპობრივად მიიღებს. 

თავდაპირველად სანდრო "როსონერის" ღირსებას იჯარის წესით დაიცავს, ხოლო ანაზღაურების სახით დაახლოებით 2.2 მილიონ ევროს მიიღებს წლიურად.

2 თვის წინ
1161 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ