logo

ბაკაიოკოს თაობაზე შეთანხმება შედგა

ბაკაიოკოს თაობაზე შეთანხმება შედგა

"ჩელსის" ნახევარმცველი ფრანგი ტემუე ბაკაიოკო კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

ავტორიტეტული ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კლუბებმა 26 წლის ფრანგის არენდაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მილანელები ფეხბურთელს 3 მილიონ ევროდ ინათხოვრებენ. ასევე, "როსონერის" ბაკაიოკოს 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება მომდევნო წელს ექნება.

გასული სეზონი ფრანგმა "მონაკოში" გაატარა, ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 მატჩში მან ერთი გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.

1 თვის წინ
807 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ