logo

ოფიციალურად: "მილანმა" ფეხბურთელი გაანათხოვრა

ოფიციალურად: "მილანმა" ფეხბურთელი გაანათხოვრა

ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ პრიმავერას კაპიტანი მარკო ბრეშანინი მომავალ სეზონს მშრალი არენდის წესით სერია ბ-ს კლუბში, "ვირტუს ენტელაში" გაატარებს, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

ბრეშანინის დებიუტი მთავარი გუნდის მაისურით სეზონის ბოლო შეხვედრაში შედგა "კალიარისთან" 65-ე წუთზე, სადაც სტეფანო პიოლის გუნდმა მეტოქე 3-0 დაამარცხა.

ახლა მარკოს შესაძლებლობა აქვს უფრო დიდ ასპარეზზე გამოავლინოს თავისი ნიჭი, ვიდრე პრიმავერაა და საკმაოდ ამბიციურ გუნდშიც. "ვირტუს ენტელას" ისტორიაში პირველად სერია ა-ში გადასვლის ამბიცია აქვს მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავეს.

2 თვის წინ
1216 / 1
rossoneri-best
user
marley განათხოვრება კარგია.. გამოცდილებას მიიღებს ,პრაქტიკა ექნება, გამოცდილებას შეიძენა მაგრამ ამ სერია ბ -ში და ეგეთ ჩემპიონატებში გუნდები.. სამპდორია პარმა...ან ახალი გადმოსული გუნდები
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 131
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ