logo

კონტემ ტონალიზე უარი თქვა: "ინტერს" სხვა სამიზნე ჰყავს

კონტემ ტონალიზე უარი თქვა: "ინტერს" სხვა სამიზნე ჰყავს

ბოლო კვირებში იწერებოდა, რომ სანდრო ტონალი კარიერას "ინტერში" გააგრძელებდა, თუმცა ვიტო ანჯელოს მტკიცებით, "მილანი" 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის გაოფიციალურებასთან ახლოსაა.

"SportMediaset"-ის ინფორმაციით, მიზეზი ანტონიო კონტეს სურვილია, რომლის მიხედვითაც იტალიელმა სპეციალისტმა ტონალიზე უარი თქვა და ხელმძღვანელობას ნგოლო კანტეს ტრანსფერი შეუკვეთა, რისთვისაც მზადაა მილან შკრინიარიც კი დაუთმოს ლონდონელებს.

"ნერაძურის" ასევე შესთავაზეს ლეანდრო პარედესი, რომელიც ადრე "მილანის" სამიზნეში იყო. ლეონარდოს პარიზში შკრინიარის ხილვა უნდა და მზადაა არგენტინელი ნახევარმცველი ბარტერში ჩართოს. 

საბოლოოდ, "ინტერი" ტონალისათვის ბრძოლას ჩამოშორდა და მათი მთავარი სამიზნე კანტეა. თუ მისი ტრანსფერი ვერ შედგება, მასიმო მორატი აქცენტს პარედესზე გააკეთებს.

1 თვის წინ
887 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 105
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ