logo

"ჩელსიმ" დონარუმასთან მოლაპარაკებები დაიწყო

"ჩელსიმ" დონარუმასთან მოლაპარაკებები დაიწყო

ჯანლუიჯი დონარუმას "მილანთან" კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება და "როსონერი" მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ამ ფაქტით კი სარგებლობას "ჩელსი" აპირებს და თავად ფეხბურთელთან პირველი კონტაქტიც დაამყარა.

"არისტოკრატებმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ტრანსფერი უკვე განახორციელეს, თუმცა ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები გაჩერებას არ აპირებენ და "Football Insider"-ის მტკიცებით, ამჯერად კეპა არისაბალაგას შემცვლელის ძიებაში არიან.

ფრენკ ლამპარდის ნომერი პირველი სამიზნე ედუარდ მენდი იყო, თუმცა "რენთან" მოლაპარაკებები ჩაიშალა. რაც შეეხება დონარუმას, ლომბარდიული გრანდი მას 50 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო ლონდონელებს ფასის შემცირება უნდათ.

3 თვის წინ
1007 / 1
rossoneri-best
user
marley გამორიცხულია ეს რომ მალდინიმ გაუშვას... არც თვიზტონ უნდა წასვლა თუ ბოჩკამ ვირის ტვინი არ აჭამა და არ გამოაშტერა ))) 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 197
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ