logo

ბაკაიოკოს გამო "მილანი" ორ ნახევარმცველს შეელევა

ბაკაიოკოს გამო "მილანი" ორ ნახევარმცველს შეელევა

"Tuttosport"-ის მტკიცებით, მომავალ სეზონში ისმაელ ბენასერსა და ფრანკ კესიეს "მილანში" კონკურენციას ტიმუე ბაკაიოკო გაუწევს, ხოლო მისი მოსვლის გამო გუნდს ორი ნახევარმცველი დატოვებს.

პირველი მარკო ბრეშანინია, რომლის წასვლაც "როსონერის" სპორტულმა დირექტორმა რიკი მასარამ პრესკონფერენციაზეც დააანონსა. დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი 2020/21 წლების სეზონს სათამაშო პრაქტიკის მიღებისათვის, სერია ბ-ს რომელიმე კლუბში გაატარებს.

"La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით კი ბაკაიოკოს რადე კრუნიჩიც შეეწირება, რომელსაც რამდენიმე მსურველი ჰყავს, თუმცა ყველაზე მეტად ბუნდესლიგის წარმომადგენელი "ფრაიბურგი" აქტიურობს.

1 თვის წინ
912 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ