logo

პატო სერია ა-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

პატო სერია ა-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

31 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ალექსანდრ პატომ "სან პაულოსთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

"Sportmediaset"-ის ინფორმაციით კი "ჯენოამ" მასთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო და შეთანხმების მიღწევასთან არც ისე ბევრი აშორებს. თავდაპირველად იწერებოდა, რომ პატო "ინტერნასიონალიდან" ერთ ნაბიჯში იყო, მაგრამ იტალიისადმი ნოსტალგიამ შესაძლოა, "იხვის" "როსობლუს" წინადადების მიღება აიძულოს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აპენინის ნახევარკუნძული 7,5 წლის წინ დატოვა და მაშინ "მილანის" რიგებში ასპარეზობდა. პატოს "როსონერის" მაისურით ყველა ტურნირზე 150 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდი 63-ჯერ დაამწუხრა.

3 თვის წინ
1245 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ