logo

ტიაგო სილვას მომავალი კლუბი ცნობილია

ტიაგო სილვას მომავალი კლუბი ცნობილია

რვა წლის შემდეგ, ტიაგო სილვა "პსჟ"-ს ტოვებს, რაც გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაანონსდა კიდეც. "Telefoot"-ის მტკიცებით კი ვეტერანმა ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა მომავალი კლუბიც შეარჩია.

საუბარია "ჩელსიზე", რომლის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი პირადად იყო დაინტერესებული 35 წლის ფეხბურთელის გადაბირებით. შეთანხმების გაოფიციალურება ამ კვირაშივეა მოსალოდნელი და სილვას ახალი, პრემიერ ლიგური თავგადასავალიც დაიწყება.

რამდენიმე გამოცემა ტიაგოს "მილანში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა "როსონერიმ" არ იაქტიურა. "ფიორენტინასაც" უნდოდა მისი დამატება, მაგრამ თავად ფეხბურთელმა არჩევანი ნისლიან ალბიონზე შეაჩერა.

3 თვის წინ
1079 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 194
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ