logo

კრუნიჩისათვის ბრძოლაში "ტორინოს" კონკურენტი გამოუჩნდა

კრუნიჩისათვის ბრძოლაში "ტორინოს" კონკურენტი გამოუჩნდა

გასულ ზაფხულს რადე კრუნიჩი "ემპოლიდან" "მილანში" გადაბარგდა, თუმცა საკმარისი სათამაშო დრო ვერ მიიღო. ბოსნიელ ნახევარმცველს ხელი მცირე ტრავმებმაც შეუშალეს, ამიტომ "როსონერი" მის გასხვისებას გეგმავს.

"Corriere dello Sport"-ის მტკიცებით, ბოლო კვირებია 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს "ტორინო" და როგორც კი რიკარდო როდრიგესის ტრანსფერს ოფიციალურად დახურავენ, კრუნიჩის გადაბირებაზეც იზრუნებენ.

მიუხედავად ამისა, იგივე წყარო იუწყება, რომ რადესთან შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა გერმანული "ფრაიბურგი", რომლებიც თავად ფეხბურთელზე ცდილობენ გასვლას და პირადი კონტრაქტის შეთანხმებაც შესაძლოა მალევე მოხდეს.

3 თვის წინ
538 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ