logo

სიგნალი "მილანს", ფლორიან ტოივინი "მარსელს" ტოვებს

სიგნალი "მილანს", ფლორიან ტოივინი "მარსელს" ტოვებს

გამოცემა Le10Sport-ის ინფორმაციით, "მილანი" "მარსელის" ფორვარდის ფლორიან ტოივინის შეძენას კვლავ შეეცდება.

როგორც წყარო გვაუწყებს, ტოივინმა "ოლიმპიკის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მისი აგენტები ახალი გუნდის ძიებაში არიან.

საფრანგეთის ჩემპიონატის შეწყვეტილ სეზონში ფორვარდმა მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა. მას ძირითადად ტრავმები აწუხებდა, თუმცა 2018/2019 წლის სეზონში მან ყველა ტურნირზე 18 გოლის გატანა მოახერხა.

"მილანის" გარდა ტოივინის შეძენა "რომასა" და "ინტერს" სურთ, ხოლო ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.

3 თვის წინ
756 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ