გავლენიანი იტალიური გამოცემა "Football Italia"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა სერია ა-ს 9 კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
წყაროს ცნობით, გამოძიების საგანია თამაშებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის არაკორექტული პრაქტიკა, რომლის მიხედვითა იტალიური კლუბების ერთი ჯგუფი არ იხდის სრულ ან ნაწილობრივ კომპენსაციას, თამაშის არგამართვის შემთხვევაში ბილეთების უკან დაბრუნების დროს.
დასახელებულ 9 კლუბს შორის არიან ისეთი დიდი კლუბები, როგოიცაა "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი", "ატალანტა", "ლაციო", "რომა", "კალიარი", "ჯენოა" და "უდინეზე".
ანტიმონოპოლიური სამსახურის ცნობით, "ბოლონიამ" და "პარმამ" ყურად იღეს შენიშვნა, კორექტირება გაუკეთეს ბილეთების რეალიზაციას პრაქტიკას და გაუგებრობა თავიდან აიცილეს.