logo

"მილანმა" დეულოფეუს სამი მიზეზის გამო უარი უთხრა

"მილანმა" დეულოფეუს სამი მიზეზის გამო უარი უთხრა

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" 26 წლის ესპანელი გარემარბი, ჟერარ დეულოფეუ სამი მიზეზის გამო უარით გაისტუმრა.

პირველი მაღალი ხელფასია, რომელიც სეზონში 5,5 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე ფიზიკური პრობლემებია, რადგან დეულოფეუ დიდი ხნის მანძილზე ტრავმირებული გახლდათ, ამიტომ სათანადო კონდიციებში არ იმყოფება.

ბოლო მიზეზი კი ისაა, რომ "მილანისათვის" ამჟამად ვინგერის პოზიცია პრიორიტეტული არაა. ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ახალ მარჯვენა მცველზე, ცენტრალურ მცველზე და ნახევარმცველზე მუშაობს, რის შემდეგაც სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს, აღნიშნულ პოზიციაზეც იზრუნებენ.

1 თვის წინ
1019 / 1
rossoneri-best
user
ROSS1899 ძალიანაც კარგი, არ მგონია რამე ღირებული გაეკეთებინა დაბრუნებით
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 25
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ