logo

ნოსტალგია "მილანისადმი": სამ ფეხბურთელს "სან სიროზე" დაბრუნება უნდა

ნოსტალგია "მილანისადმი": სამ ფეხბურთელს "სან სიროზე" დაბრუნება უნდა

"Tuttosport"-ის ინფორმაციით, რიკარდო კაკასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მსგავსად სამ ფეხბურთელს "მილანში" დაბრუნება უნდა.

პირველი ტიმუე ბაკაიოკოა, რომელიც "როსონერის" ღირსებას 2018/2019 წლებში იცავდა და თან საკმაოდ შედეგიანად. ფრანგი ნახევარმცველი მზადაა ჯამაგირი გაინახევროს და ყოფილი კლუბისგან სეზონში 3 მილიონი ევრო მიიღოს.

მეორე ტიაგო სილვაა, რომელიც "პსჟ"-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მალე 36 წლის გახდება, ამიტომ ლომბარდიული გრანდი მას უპირველეს სამიზნედ არ განიხილავს, თუმცა ტრანსფერი გამორიცხული არ არის.

მესამე კი ჟერარ დეულოფეუა, რომელმაც "მილანში" მხოლოდ ექვსი თვე გაატარა, მაგრამ გულშემატკივრებს თავი მაინც შეაყვარა. ესპანელი გარემარბი "უოტფორდს" უცილობლად დატოვებს და დიდი შანსია, რომ მომავალ სეზონში "სან სიროზე" ვიხილოთ.

1 თვის წინ
1330 / 1
rossoneri-best
user
Pale ამათგან მხოლოდ ბაკაიოკო მინდა
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 38
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ