logo

ლეაომ "რეალში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

ლეაომ "რეალში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის "Don Balon"-ის ინფორმაციით, რაფაელ ლეაო მზადაა "რეალში" გადაბარგდეს. მადრიდელები ბენზემას შემცვლელის ძიებაში არიან, ხოლო მარიანო დიასმა და ლუკა იოვიჩმა მათზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს.

ფლორენტინო პერესი პირადად დაუკავშირდა ხორხე მენდესს და 21 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელის ტრანსფერზე გაესაუბრა. იგივე გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" მზადაა ლეაოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღოს.

რაფაელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში შავ-წითელი მაისურით 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ერთი წლის წინ, მის სანაცვლოდ "ლილის" 25 მილიონი ევრო გადაუხადა.

1 თვის წინ
1453 / 5
rossoneri-best
user
ROSS1899 ხელის შეწყობა და სწორი მიდგომაც სჭირდება როგორც მწვრთნელის, ასევე უფროსობის მხრიდან რო სწორად განავითაროს შესაძლებლობები და შესაბამისი ფინანსებიც ჰქონდეს. მოკლედ გუნდი ვალდებულია შეუქმნას პროგრესისთვის საჭირო ყველა პირობა ამ ბიჭს. თუ სწორი ვარჯიში, სათამაშო დრო და ანაზღაურებაც ექნება, რა თქმა უნდა, აღარ მოუნდება გუნდიდან წასვლა.
user
Guri Dorokashvili მაგარი ბიჭია ლეაო, მომავალ სეზონში უნდა მოიხოდოს კარგად და იბრა რო დაგვტოვებს მერე ამოქოქავს ესე მგონია )
user
Pale 25არა 35 ია გადახდილი. მარა მე მეიმედება ამ ბიჭის, სწრაფია საკმაოდ ტექნიკურიც და თან ახალგაზრდაა
user
Luka Tevdorashvili ესეთი დეგენერატობა რომ გააკეთოთ, არვიცი აი რაც სიტყვები ვიცი კი არა, არამედ ყური მომიკრავს, ყველა სიტყვას გინებად ვიხმარ და ყველა ბრუნვაში გაგინებთ. 40მილიონს რომ ამბობენ როცა ხოშიანად იციან რო ძღინკიანი 25გვაქ გადახდილი, ესეიგი მართლა რაღაცაშია ხო საქმე??? ეს ბიჭი ტალანტად ყალიბდება და ელ შაარავი, ჰაჩიმ მუსტარივით (იუთუბის ვარსკვლავი) მარად მწვანედ არ დარჩა მათგან განსხვავებით და ოდესმე გამოანათებს კი არა, არამედ ვნახეთ რო ლამის გაიორმაგა ერთ სეზონში ღირებულება და კარგი მწვრთნელის ხელში, ეს ბიჭი გაიზრდება და რონალდომდე თუ არა, არც ბევრად ნაკლები არ იქნება ჩემი აზრიით. ამას კარიერის საუკეთესო წლები ეხლა ექნება 1-2-3 წელიწადში, არავინ იცის როდის. ასე რომ ამის გაშვება იქნება უდიდესი შეცდომა, სისულელე და ყლეობა! სხვა რავიცი აბა.. ამას არ უნდა მოაკლონ გამოცდილი 3-4 ფეხბურთელი და ნახეთ რა ბიჭი დადგება! იმიტომ რომ ყველა ვუყურებთ ხო ფეხბურთს და ვხედავთ რომ აშკარად აქვს ტეხნიკაც, სირბილიც და რაც ყველაზე კარგია დარტყმაც.  ნუ ცოტა გასაუმჯობესებელი აქვს ეს კომპონენტები და ცოტა პასის კულტურაც გვაკლია, მაგრამ გავიხსენოთ მისი ამპლუა და სადღაც სულ არ ჭირდება დიდად პირლოს და ბექემის პასის ფლობა. მთავარია სირბილი და კაცის მოტყუებაში განვითარდეს კიდევ და კიდევ. მომავალ წელს რო იბრა წავა, ვინმე ხომ უნდა დარჩეს ძველი? ხოდა იბრა ამას დარჩენილ დროში ისე აღზრდის რომ შევეცი ბალოტელის. ერთი სიტყვით, იოვიჩის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მიუხედავად იმისა რომ, სკამიდან ტრაკი არ აუწევია კაცს, მაგრამ ჩვენი სუპერ ტეოც სკამის კაცი იყო და კი ვხედავთ რა სუპერ ფორმაიც ქონია. (მემგონი ეს ეუბნება ზვიოს ხმით თავის ცოლს, მილანში გადმოსვლია წინ, სიხარულო, სად არის ჩემი სუპერ ფორმაიო )))). )   ბევრი ვიბაზრე აშკარად და ბოლოს ვიტყვი იმას რომ მოვიდეს ეს იოვიჩი, იბრა რო დაიღლება შემოვა ხოლმე, კონკურენცია მოიმატებს, რებიჩიც უფრო მოისხამს ფრთებს და ჩვენც გავფრინდებიიით!!! წარმატებები ბიჭებო ჩვენც და რათქმა უნდა მილანსაც!!!
user
rossoneri-best Luka Tevdorashvili მინდა გითხრა რომ რომც არ გეთანხმებოდე, ძალიან სასიამოვნოა ასეთი მასშტაბის კომენტარის ხილვა. ძალიან იკლო საიტზე კომენტარების რაოდენობამ და იმედი მაქვს რომ კვლავ იქნება დისკუსიები და აზრთა მიმოცვლა ერთმანეთში
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 47
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ