logo

Nazione: "მილანის" გამო კიეზამ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება უარყო

Nazione: "მილანის" გამო კიეზამ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება უარყო

"Nazione" მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ფედერიკო კიეზამ "მანჩესტერ იუნაიტედი" უარით გაისტუმრა, რადგან "მილანში" გადასვლა აქვს გადაწყვეტილი.

"ფიორენტინა" ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "ტორინოს" კაპიტანი ანდრეა ბელოტია. 

ამ ყველაფრის ფონზე მათ ძვირადღირებული ფეხბურთელის გასხვისება ესაჭიროებათ, რათა სატრანსფერო ფეარ ფლეის წესის დარღვევას თავი აარიდონ.

ფლორენციელებს კიეზას შემცვლელიც უკვე მოძიებული ჰყავთ: ლეგენდარული ლილიან ტურამის შვილი მარკუსი, რომელიც ამჟამად გერმანულ "მიუნხენგლადბახში" ასპარეზობს.

თავის მხრივ, იგივე გამოცემა სატრანსფერო თანხაზეც საუბრობს. "როსონერის" ხელმძღვანელობა იმდენად მოხიბლულია კიეზათი, რომ მზად არიან მის სანაცვლოდ "იების" მიერ მოთხოვნილი 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

1 თვის წინ
1510 / 2
rossoneri-best
user
Luka Tevdorashvili მშვენიერი შენაძენი იქნებოდა იმის ფონზე რომ, იტალიაშია დაბადებული იცის იტალიური ფეხბურთის სტილი და რაც ყველაზე მთავარია მშვენივრად არის მორგებული ამ ყველაფერს. მაგრამ არის ერთი მაგრამ, იოვიჩი?? ორივე აშკარად უაზრობა იქნება და არც იზამენ ამას. (რომელიმე მოვიდოდეს ნეტავ :dd) ასე რომ მემგონი იოვიჩს და მის ლოდინს როდის ათამაშდება, სერია ა ში უკვე ათამაშებული ფუტბალისტი ჯობს. თქვენ რას იტყვით? სისწრაფე მშვენიერი დრიბლინგი იცოცხლე, ცოტა მეორე სართული და დარტყმის სიძლიერე გვაკლია თორემ იდეალურობასთან ახლოს ვართ. კასტილეხოს სამი თავით ჯობია ყოველ შემთხვევაში. აქაც იგივე პლიუსი იქნება, მოიმატებს ამასა და კასტილას შორის კონკურენცია და კასტილეხოც მოთხოვნადი გახდება სხვა გუნდებისთვის. 1-2-3წლის წინ გორის დილასაც კი არ უნდოდა ჩვენი ძირითადის ფეხბურთელი ნიტოშტო ზამენის, ეხლა კიდე რადიკალურად შეიცვალა სურათი. რაც ძალზედ მშვენიერია. მაგრამ როგორც ყველაფერს ამასაც აქვს სამწუხაროდ უარყოფითი მხარე. რა არის ეს უარყოფითი?? რა და დღემდე გული მისკდება, რო ვხედავ პსჟ-ს და სიტის აქტიურობას ჩვენი სუპერ ძმის ტეოს და ჩვენი მუშა კაცის ბენასას ძლიერ სურვილზე, რომ რამენაირად წაიყვანონ. ვერ გადაიტანს მილანი ამ ორი კაცის წასვლას და გახსენებაც არ მინდა იმ ორი საშინელი ტრანსფერის ( იბრა-სილვა) აი ამ უარყოფით მხარეზე მქონდა საუბარი, ჩემო მეგობრებო. ისე რა მოსატანია და ეს ჩვენი შავი შავი ვირის ხორციც რავა ათამაშდა გაბუნიას ტრაკივით. სულ ვირს და მის ხორცს ვეძახდი მარა, რაც მაგან იუვენტუსთან გამახარა, სულ დამავიწყა ის ძველი წყენები :))) არაა რა, მომავალ სეზონს დიდი იმედებით ველოდები და არ გავნაგლდები და სერია ა ჯიბეშიათქო არ ვიტყვი, მაგრამ 2-3ნორმალური და 1კარგი ფეხბურთელის დამატების შემთხვევაში, 2-3ადგილი გარანტირებული გვექნება. ვაი და პირველს გამოვკრათ, მარა ნუ ცოტა ადრეა, მარა ვინ ჩივის ადრეს, ამათმა ეგ ქნაან და.. )))) ჩემი აზრით მარჯვენა ფლანგზეც რომ ვინმე ტეოსნაირი გიჟი და აქტიური მორბენალ შემტევი დავიმატოთ, ძალიან დაეტყობა გუნდს შეტევაში, იმიტომ რომ ეხლა ძირითადად ყველა ჩვენი მწვავე შეტევა იწყება მარცხენა ფლანგიდან და ასე თუ ისე გაშიფრული, ეხლა წარმოიდგინეთ, მარჯვნივაც ასეთივე სწრაფი და დრიბლინგიორი რომ გვყავდეს როგორი სისწრაფე და კრეატიულობა დაეტყობა გუნდს.. უუუფ გამაჟრიალა რა რო წარმოვიდგინეე )))))) ერთი სული მაქვს სეზონი დაიწყოს და ლიგის საგზური ჩავიდოთ ჯიბეში, აი მერე მოვა ტრანსფერებიც და ვარსკვლავებიიც ;) შეილება ბევრი არ დამეთანხმოთ და სხვა პოზიციებს უფრო უყურებთ რომ გასაძლიერებელია, მაგრამ ჩემთვის მარჯვენა ფლანგზე ტეოსნაირი კაცის ყოლა, იდეალური გადაწყვეტილება მგონია. ვიღაც მგონი კი დავიმატეთ კიდეც, ეს კულულუ თუ რაც არის, არვიცი ვინ არის და რისი ტრაკი აქვს.. ხო კინაღამ დამავიწყდა ჩვენი ვიკინგის ხსენება. უბრალოდ ქერა რკინის კაცი! მართლაც რო უმაგრესი კაცია და უვაჟკაცესია, რაც მაგას სახეში ბურთები მოხვდა მარტო იუვესთან, არვიცი როგორღა აზროვნებს ))) ყველა მომენტში ბოლომდე იბრძვის და ზოგი ჭირი მარგებელიას ამბავში, დროულად მოგვისწრო ესპანელი მუჩაჩოს ტრამვამაც. შანსი მიეცა კაცს და არც გაუშვა ხელი, პირიქით რო ჩაშჭიდა არამგონია მუსაჩომ კი არა რო დაიხმაროს გაბია და ის ყოვლად გაუგებარი ტრანსფერ შემდგარი ბრაზილიელი კაცი დუარტეც, მაინც ვერ გააშვებინებენ ხელს. :))) იმიტომ რომ მეორე ხელი რომანაზე აქვს ჩაჭიდებული და უკნიდან კიდე, ჩვენ ხელში გაზრდილი ბოვში იჭერს ამ ორივეს ))) ვსოო ამით მოვრჩეეთ ჩემ ძალით ექსპერტობას და წავედი საქმე ვნახო, გზას ბარაქა დავაყენო, რო ვატყაპუნებ აქ თითებს, ისინი კი იზამენ თავისას მე ვიკითხო თვარა )))) ვხუმრობ, ჩემები ხართ მილანელებოო ჩემებიიიიი!! ფორზაააა მილაააან, მილააან სოლოოო კონტეეეე. არადა არ მქონდა ჩაფიქრებული, თავისით ავმღერდი :)) :**
user
Luka Tevdorashvili Luka Tevdorashvili საღოლ ძმა საღოლ, ჩერესჩუ მაგარი დაწერე ტო.. რამდენის ხარ ძმაა? :დდ
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 38
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ