logo

"მილანი" ტორეირას შეძენას აპირებს, ფასი ცნობილია

"მილანი" ტორეირას შეძენას აპირებს, ფასი ცნობილია

მოგეხსენებათ, "მილანმა" პირველი ტრანსფერი 2020 წლის ზაფხულში უკვე ოფიციალურად დაადასტურა. "როსონერიმ" განაპირა მცველი პიერ კალულუ დაიმატა.

თუმცა, ივან გაზიდისი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და როგორც იტალიური სპორტული პრესა გვაუწყებს, კიდევ რამდენიმე ტრანსფერს შეასრულებს.

"მილანს" ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებენ "არსენალის" ცენტრალურ ნახევარმცველს, ურუგვაელ ლუკას ტორეირას.

ტორეირა მიკელ არტეტას გეგმებში არ შედის და მის გაყიდვას ლონდონური გუნდი დაახლოებით 30 მილიონ ევროდ აპირებს.

სავარაუდოდ, თუ "როსონერი" სამხრეთ ამერიკელის დამატებას გადაწყვეტს, სწორედ აღნიშნული თანხის გადახდა მოუწევს.

2 თვის წინ
786 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ