logo

ზლატანის კონტრაქტის განახლების საკითხი დასკვნით ფაზაშია

ზლატანის კონტრაქტის განახლების საკითხი დასკვნით ფაზაშია

მას შემდეგ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანს" შეუერთდა, იგი სტეფანო პიოლის გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა და "როსონერის" იმ რთული პერიოდის დაძლევაში ძალზე დაეხმარა.

რამდენიმე კვირის წინ, როგორც ჩანს, ზლატანს ლომბარდიული გრანდის დატოვება განზრახული ჰქონდა, მაგრამ მალდინისა და პიოლის საქმეში ჩარევამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. 38 წლის ფეხბურთელი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კვლავ მაღალ დონეზე ასპარეზობს.

როგორც ვიტო ანჟელე "ტვიტერზე" იწერება, კონტრაქტის განახლებას წინ მხოლოდ რამდენიმე დეტალის გარკვევა უდგას, რომელიც პრემიებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ეს იქნება ერთწლიანი გარიგება, რომლის განახლებაც 2022 წლამდე იქნება შესაძლებელი. ივარაუდება, რომ "როსონერი" განცხადებას მალე გაავრცელებს.

2 თვის წინ
677 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ