logo

უმდიდრესმა არაბმა თვალი "მილანს" დაადგა

უმდიდრესმა არაბმა თვალი "მილანს" დაადგა

საუდელმა ინვესტორებმა, რომელთაც "ნიუკასლის" შეძენა არ გამოუვიდათ, თვალი "მილანს" დაადგეს.

Sanadeq.com-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი "მილანის" შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

ინგლისში კლუბის ყველა მოქმედი და პოტენციური მფლობელი უმკაცრეს შემოწმებას გადის, ხოლო იტალიაში ამ მხრივ ვითარება უფრო ლიბერალურადაა.

"ელიოტის" მიზანი ამ ეტაპზე კლუბის ფეხზე დაყენება, მოძლიერებაა და შემდეგ უფრო სარფიანად გაყიდვაა, ხოლო ამჟამად რა პასუხს გასცემს "ელიოტი" არაბ ინვესტორს, უცნობია.

არაბული საინვესტიციო ფონდის მფლობელი ამჟამად რეგიონში ყველაზე მდიდარი ადამიანია. ფონდის კაპიტალი 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

თუ გარიგება შედგა, "მილანი" მსოფლიოში ყველაზე მდიდარ საფეხბურთო კლუბად გადაიქცევა.

3 თვის წინ
1436 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ