logo

რაგნიკის სურვილების სია - 3 ფეხბურთელის გადმობირება

რაგნიკის სურვილების სია - 3 ფეხბურთელის გადმობირება

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა, "მილანი" უკვე შემდეგი სეზონისთვის ემზადება. როგორც იცით, რანგნიკი კლუბში დიდ ცვლილებებს გეგმავს და, სავარაუდოდ, სექტემბერში რამდენიმე ფეხბურთელსაც გაიფორმებს კლუბი. 

"SportMediaset"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი სპეციალისტი ამჟამად "ზალცბურგში" იმყოფება, რათა კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და კონცენტრაცია ლომბარდიულ გრანდზე მოახდინოს.

მის სურვილების სიაში სამი მოთამაშე გახლავთ. პირველი, ეს არის - დომინიკ შობოშლაი, რომელმაც წელს შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. ასევე, რანგნიკის კიდევ ერთი სამიზნე ლუკა იოვიჩი გახლავთ, რადგან ზლატანი კლუბიდან წასვლას გეგმავს. მესამე კი 24 წლის ალექსეი მირანჩუკია, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" ასპარეზობს.

2 თვის წინ
1111 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ