"მილანის" მარცხენა მცველის, დიეგო ლაქსალტის აგენტმა არიელ კრასუსკიმ "MilanNews"-თან ინტერვიუში თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.
"გუშინ "მილანთან" შესაძლო ტრანსფერის შესახებ პირველად ვისაუბრეთ, რადგან მათი მოთხოვნები გვაინტერესებდა. თუ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, დიეგო რუსეთში თამაშის წინააღმდეგი არაა." - განაცხადა აგენტმა.
ლაქსალტის შეძენით მოსკოვის "ლოკომოტივია" დაინტერესებული და რუსები მზად არიან ურუგვაელი უნივერსალის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა "როსონერის" 10 მილიონის მიღება სურს.