logo

"მილანს" იოვიჩისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

"მილანს" იოვიჩისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

"Mundo Deportivo"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანს" იოვიჩისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა. 

ალბათ, უკვე მოგეხსენებათ, რომ "როსონერის" ერთ-ერთი სამიზნე მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩია, მაგრამ ახლა, როგორც წყარო იტყობინება, ლომბარდიულ გრანდს საქმე გაურთულდა. ბრძოლაში ლონდონის "ჩელსი" ჩაერთო, რომელიც, ასევე, ინტერესდება სერბი ფეხბურთელით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში მადრიდული კლუბის მაისურით 22 შეხვედრაში 2 გოლია.

3 თვის წინ
927 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ