logo

პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია - "სირთულეები ახლა გველის"

პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია - "სირთულეები ახლა გველის"

სტეფანო პიოლიმ "ლაციოსთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზეც ისაუბრა. "როსონერის" თავკაცი საკმაოდ იმედგაცრუებულია "სპალთან" მარცხის გამო.

პიოლი "სპალთან მატჩზე: "ჩვენ შეგვიძლია თამაშის მართვა, მაგრამ უნდა გავაუმჯობესოთ ეს კომპონენტი. "სპალთან" მატჩში შეცდომები დავუშვით. სირთულეები კი ახლა გველის". 

კიაერზე: "კიაერი ჭკვიანი ფეხბურთელია. რომანიოლისთან ერთად კარგ შედეგს დებს".

"ლაციოზე" : "ლაციო" სრულყოფილი გუნდია. მათ ჰყავთ კორეა, რომელიც სიღრმეებიდან თამაშობს. დიდი ყურადღება და სიზუსტე გვმართებს".

რთულ კალენდარზე : "ჩვენი პროგრამაა, რომ ხვალ გავიმარჯვოთ. ამ თემაზე კი, შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკოთ".

მოახლოებულ შეხვედრებზე: "ახლა ამ ყველაფერს ვეჩვევით. ვიცი რომ გუნდი ამისთვის მზად არის".

იბრაჰიმოვიჩზე: "ჩვენ არ ვიცით მას რამდენი წუთის თამაში შეუძლია, მაგრამ მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისი კონდიციები ხვალისთვის კიდევ უკეთესი იქნება".

ლეაოზე: "ის კარგად თამაშობს და კარგი თვისებებითაც გამოირჩევა". 

შეგახსენებთ, რომ "ლაციოსა" და "მილანის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება.

2 თვის წინ
831 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ