logo

FIFA-მ სატრანსფერო რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა

FIFA-მ სატრანსფერო რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა

FIFA-ს ახალი განკარგულება ცნობილია. FIFA-ს ახალი რეგულაციების მიხედვით, საფეხბურთო ასოციაციებს სატრანსფერო ფანჯრის გახსნა სეზონის დასრულებამდე შეეძლებათ.

ფეხბურთელებს უკვე შეეძლებათ, რომ 1 წლის განმავლობაში 3 კლუბში გაიარონ რეგისტრაცია და ითამაშონ მათ რიგებში, აქამდე მოთამაშეს მაქსიმუმ 2 კლუბში თამაში შეეძლო.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო ფანჯარას ბევრი ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ გახსნის. მაგალითად, საფრანგეთის ჩემპიონატი ტრანსფერებს მხოლოდ აგვისტოდან დაუშვებს. სერია ა-ს ოფიციალური განცხადებით, გუნდებს ტრანსფერების გაკეთება 1 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. ინგლისის ჩემპიონატში მინიმუმ 25 ივლისამდე კლუბებს ტრანსფერების უფლება არ ექნებათ.

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის განცხადებით, ის გეგმავს, რომ სატრანსფერო ფანჯარა ივლისის შუაში გახსნას და ოქტომბრამდე გაგრძელდეს.

5 თვის წინ
982 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 194
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ