logo

კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი "მილანს" დაეხმარება

კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი "მილანს" დაეხმარება

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, კლუბები კრიზისის პირას დადგნენ. 

როგორც "Gazzetta dello Sport" იუწყება, COVID19-გან გამოწვეული კრიზისი შესაძლოა მილანელებს წაადგეთ.

წყარო გვამცნობს, რომ "როსონერის" კარის დარაჯის ჯანლუიჯი დონარუმას გუნდიდან წასვლის შანსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, სულ უფრო და უფრო მცირდება.

დიდი ალბათობით, მისი მსურველები "მანჩესტერ იუნაიტედის", "პსჟ"-ს და "რეალის" სახით ზაფხულში მის შეძენას აღარ შეეცდებიან. 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფეხბურთელში 40-50 მილიონი გადაიხადონ და იტალიელს მინიმუმ 6 მილიონის ოდენობის ხელფასი შესთავაზონ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის მეკარემ "შავ-წითლების" მაისურით ამ სეზონში 37 შეხვედრა ჩაატარა.

6 თვის წინ
1249 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 197
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ