logo

რონალდინიო ალვარესს: "აიღე მაისური და აღარ დამარტყა"

რონალდინიო ალვარესს: "აიღე მაისური და აღარ დამარტყა"

ყოფილმა არგენტინელმა მცველმა, პაბლო ალვარესმა გაიხსენა "კატანიასა" და "მილანის" შეხვედრა, სადაც იგი ლეგენდარულ ბრაზილიელს, რონალდინიოს დაუპირისპირდა.

"რონალდინიოს შესახებ ერთი ისტორია მაქვს. პირველი ტაიმი დასრულდა და გვირაბისკენ მივემართებოდით, როცა ის მომიახლოვდა. გაუჩომ თავისი მაისური გაიხადა, მომცა და მითხრა: "ალვარეს, აღარ დამარტყა." 

"მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ბრაზილიელი დაფრინავდა. მაშინ იგი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ." - აცხადებს პაბლო.

შეგახსენებთ, რომ დინიო "სან სიროზე" "ბარსელონადან" აღმოჩნდა. ლომბარდიელების მაისურით მან 95 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა.

4 თვის წინ
803 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ