"პარი სენ-ჟერმენი" "მილანის" ერთ-ერთი ლიდერის ტეო ერნანდესის შეძენით ინტერესდება.
იტალიური პრესის ცნობით, "როსონერი" ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და პარიზელები უარით უკვე გაისტუმრა.
"როსონერი" "პარი სენ-ჟერმენს" ურჩევს, ტეოს შეძენაზე ფიქრო შეწყვიტოს.
მიმდინარე სეზონში 25 წლის უკანახაზელმა 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.