"La Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, რალფ რანგნიკმა "მილანის" 22 წლის ფეხბურთელის ტეო ერნანდესის ტრანსფერი დაბლოკა.
მიუხედავად უამრავი ჭორისა, ნიჭიერი ფეხბურთელი მაინც "როსონერის" შემადგენლობის წევრად განიხილება.
როგორც ფრანგის აგენტი იუწყება, მისით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "პარისენჟერმენი", თუმცა როგორც წყარო გვამცნობს შემოთავაზება რანგნიკმა დაბლოკა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 22 წლის ტეომ ამ სეზონში მილანელთა მაისურით 28 შეხვედრაში 6 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.