logo

Football Italia-მ კალაძე სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

Football Italia-მ კალაძე სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

ცნობილმა იტალიურმა საფეხბურთო გამოცემა Football Italia-მ საქართველოს ნაკრებისა, "მილანისა" და "ჯენოას" მცველი კახა კალაძე აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

გამოცემამ კალაძე ძალიან კარგად დაახასიათა და კარლო ანჩელოტის ფორმაციის "მილანისთვის" ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად მიიჩნია.

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (უდინეზე, ინტერი)

მცველები: კახა კალაძე (მილანი, ჯენოა), კრისტიან კივუ (რომა, ინტერი), სინიშა მიხაილოვიჩი (რომა, სამპდორია, ლაციო, ინტერი)

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი (მილანი), დეიან სტანკოვიჩი (ლაციო, ინტერი), ვლადიმირ იუგოვიჩი (სამპდორია, იუვენტუსი, ლაციო, ინტერი), პაველ ნედვედი (ლაციო, იუვენტუსი), დეიან სავიჩევიჩი (მილანი), ზბიგნევ ბონეკი (იუვენტუსი, რომა)

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (მილანი)

6 თვის წინ
975 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ