10 თვის და 2 კვირის წინ
ჟირუ: "ჩემი კონტრაქტი? წასვლაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვიფიქრებ"
ჟირუ: "ჩემი კონტრაქტი? წასვლაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვიფიქრებ"

"როსონერის" 37 წლის ფრანგ თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს იტალიურ კლუბთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა როგორც თავად ამბობს, ის აქ თავს კარგად გრძნობს და ხელშეკრულების გაგრძელების სურვილიც აქვს. 

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მილანის" ბოსები ვეტერანი თავდამსხმელის შემცვლელის ძებნაზე უკვე ფიქრობენ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათ ჟირუს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივონ.

"მინდა, რომ გუნდში დავრჩე. ვფიქრობ, კვლავ შემიძლია, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო. ჩემს კარიერაში შეზღუდვები არ არსებობს. როდესაც ჩავთვლი, რომ საჭირო დონეზე თამაში მიჭირს, წასვლაზე მაშინ ვიფიქრებ, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა ამის დრო არ დამდგარა".

"ჩემი კონტრაქტი ივნისში იწურება და ჯერჯერობით კლუბთან მოლაპარაკებები დაწყებული არ არის, მაგრამ ამ საკითხზე საუბარს მალე დავიწყებთ", - ამბობს ჟირი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

მოგახსენებთ, რომ "მილანმა" ჟირუ 2021 წელს "ჩელსიდან" 2.85 მილიონ ევროდ შეიძინა. მოკლე პერიოდში ფრანგი "შავ-წითლების" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩში თავი რვა გატანილი გოლითა და სამი საგოლე გადაცემის შესრულებით გამოიჩინა.



Facebook კომენტარები